weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ნადია მურადი ნობელის პრემიით მშობლიურ ქალაქში საავადმყოფოს ააშენებს

14:28 შაბათი, 15 დეკემბერი 2018 hits 778

ერაყელი ნობელიანტი აქტივისტი ნადია მურადი ნობელის პრემიის ფარგლებში მიღებული თანხით მშობლიურ ქალაქ სინჯარში საავადმყოფოს ააშენებს. 25 წლის იეზიდი უფლებადამცველი ამჟამად სწორედ სინჯარში იმყოფება, სადაც წლების წინ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტყვედ აიყვანეს.

ნადია მურადის მიერ აშენებულ საავადმყოფოში სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს უმკურნალებენ. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

2014 წლის აგვისტოში ერაყის ქალაქ სინჯარს „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალები დაესხნენ თავს. ტერორისტებმა შვიდი ათასამდე ახალგაზრდა ქალი ტყვედ აიყვანეს და ქალაქ მოსულში გადაიყვანეს, მათ შორის იყო ეთნიკური ქურთი ნადია მურადიც, რომელიც თვეების განმავლობაში იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან რადიკალების ტყვეობიდან დაღწევა მოახერხა და გერმანიაში გაიქცა. მას შემდეგ ნადია მურადი აქტიური უფლებადამცველი გახდა. დღეს ის სწორედ იმ პრობლემების მქონე ქალების უფლებებს იცავს, რასაც წლების წინ თავად ებრძოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ნადია მურადს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა და ჯილდოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარი გადასცეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]