weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ავღანეთში ბანკთან მოწყობილი აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დიღუპა

10:46 პარასკევი, 23 ივნისი 2017

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული ავტომანქანის ბანკთან აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რაც ჟურნალისტებთან საუბარში დაჯგუფების სპიკერმა ყარი იუსუფ აჰმადიმ დაადასტურა.

თავდასხმისას, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი 22 ივნისს ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გაში მდებარე New Kabul Bank-ის შენობასთან აფეთქდა.

როგორც ცნობილია, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ბანკთან ხელფასის ასაღებად შეიკრიბნენ ავღანელი პოლიციელები და ჯარისკაცები. გარდაცვლილთა შორის სწორედ პოლიციელები და უბრალო მოქალაქეები არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]