weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ამერიკაში მამაკაცმა სახლი გატეხა, ისადილა, შხაპი მიიღო და ტელევიზორს უყურა

15:09 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

მენის შტატში, იორკის ოლქის შერიფმა პოლიციაში დარეკილი ზარის შემდეგ დააკავა მამაკაცი, რომელიც უცხო სახლში შევიდა, ისადილა, აბაზანით ისარგებლა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო და ტელევიზორს უყურებდა.

სახლის მეპატრონეებმა სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინეს უცხო ადამიანი, რომელიც 35 წლის დერეკ ტარბოქსი აღმოჩნდა. შემდგომში იგი პოლიციასთან ამტკიცებდა, რომ სახლი თავისი მეგობრის ეგონა.

ტარბოქსმა თავდაპირველად სახლის მეპატრონეს სხვა ქალაქში, ჰოლისში არსებულ კუთვნილ სახლში წაყვანა სთხოვა, რაზეც იგი მალევე დათანხმდა, თუმცა იქვე აღმოაჩინა, რომ დერეკ ტარბოქსმა მის დაკეტილ სახლში ძალის გამოყენებით შეაღწია და სხვა ნივთებიც დააზიანა.

მოგვიანებით შერიფის ადმინისტრაციამ გაარკვია, რომ დერეკ ტარბოქსს ადგილზე მისასვლელად მანქანაც ჰქონდა გატაცებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]