weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამერიკელმა მამაკაცმა ანტარქტიდა თხილამურებით გადაკვეთა

12:32 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

ამერიკელი ექსტრემალი სპორტსმენი კოლინ ო’ბრეიდი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა. თხილამურებით 1500 კილომეტრის დასაფარად მას 54 დღე დასჭირდა.

33 წლის ამერიკელი მოთხილამურე თან ატარებდა აღჭურვილობითა და საკვებით დატვირთულ ციგებსმ რომელიც 170 კგ-მდე იწონიდა. ო’ბრეიდის სიტყვებით, გარბენის ბოლო მონაკვეთის გავლას, რომლის სიგრძე 130 კილომეტრი იყო, 32 საათი დასჭირდა.

კოლინ ო’ბრეიდის მოგზაურობა 3 ნოემბერს დაიწყო. მასთან ერთად იგივე გზით ისტორიაში შესვლას ბრიტანელი ექსტრემალი ლუის რადიც ცდილობდა. ორივემ სტარტი ყინულოვანი კონტინენტის დასავლეთ ნაწილში აიღო. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საკუთარი მარშრუტით მოგზაურობდნენ, თუმცა დანიშნულების ადგილს პირველად ამერიკელმა მიაღწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]