weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თურქეთში საცურაო აუზში დენის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

00:04 შაბათი, 24 ივნისი 2017

თურქეთში, ქალაქ აკიაზის აკვაპარკში ხუთი ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით საცურაო აუზი მაღალი ძაბვის ქვეშ აღმოჩნდა.

დენმა პირველად აუზში მყოფ ბავშვებს დაარტყა, რომელთა შორის აკვაპარკის მფლობელის შვილიც იყო, შემდეგ კი მათ დასახმარებლად წყალში შესული კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დენის დარტყმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც მეტალის ღობეს შეეხნენ.

უბედური შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცავები და ექსპერტები ადგენენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]