weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

რუსეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაკარგულად ითვლება

11:26 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018 hits 588

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების გამო, დროებითი საცხოვრებელი 300 ადამიანს სჭირდება. მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა დაავალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]