weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პოლონეთში პოპულარული თამაშის დროს ხუთი მოზარდი დაიღუპა

12:59 შაბათი, 05 იანვარი 2019

პოლონეთის ქალაქ კოშალინში ცნობილი ინტელექტუალური გასართობის, Escape Room-ის თამაშის დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა. შენობაში, სადაც მოზარდები იყვნენ, ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის დროს მძიმედ დაშავდა 25 წლის მამაკაციც.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქში, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე მოხდა. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 15 წლის გოგონები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად გასართობ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და ცნობილ თამაშს თამაშობდნენ.

ინტელექტუალურ თამაშ Escape Room-ის წესების თანახმად, მოთამაშეები ერთ სივრცეში იკეტებიან და თავსატეხების საშუალებით ტერიტორიიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ. აღნიშნული თამაში მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის მიხედვით გადაღებულია საშინელებათა ჟანრის რამდენიმე ფილმიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]