weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთში სასკოლო პროგრამიდან ევოლუციის თეორიას ამოიღებენ

22:53 შაბათი, 24 ივნისი 2017

ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიას თურქეთში ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან ამოიღებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ის წინააღმდეგობრივი და რთულად გასაგებია.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თურქეთის განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამების საბჭოს ხელმძღვანელმა ალფასლან დურმუშმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ევოლუციის თეორია მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში აღარ შევა. დურმუშმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები ძალიან ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ სადაო საგნები გაიგონ. მისივე თქმით, ამ საკითხების შესწავლა სკოლის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის საფეხურზე იქნება შესაძლებელი.

"თურქეთი მეორე ქვეყანა იქნება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც სასკოლო პროგრამიდან ევოლუციის თეორიას ამოიღებს. ირანშიც კი ევოლუციის თეორიას 60 საათი აქვს დათმობილი, თავად დარვინს კი 11",- განაცხადა მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

სასკოლო პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე მოიწონა. ოპოზციას კი მიაჩნია, რომ ერდოღანი და მმართველი პარტია ცდილობენ, ქვეყანა დააშორონ იმ საფუძვლებს, რაზეც აშენებულია და საზოგადოება უფრო კონსერვატიული გახადონ.

ისლამის თანახმად, სამყარო ალაჰმა შექმნა. ყურანში აღწერილია, რომ მან პირველი ადამიანი - ადამი თიხისგან გამოძერწა. რელიგიური წრეებისთვის ევოლუციის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანსა და მაიმუნს საერთო წინაპარი ჰყავთ, მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]