weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსული თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა

10:33 პარასკევი, 11 იანვარი 2019

რუსული თანამგზავრი Космос-2430, რომელიც სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელ სისტემა Око-ს შემადგენლობაში შედიოდა, ორბიტიდან მოწყდა და ატმოსფეროში დაიწვა.

როგორც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბში აცხადებენ, რუსული თანამგზავრი 5 იანვარს დაიწვა. მისი ვარდნის ხილვა ახალი ზელანდიის ცაზე 6 იანვარს იყო შესაძლებელი.

Космос-2430 ორბიტაზე 2007 წელს გავიდა. ის იმ თანამგზავრების სისტემაში შედიოდა, რომელიც ატმოსფეროში ინფრაწითელ გამოსხივებას აკონტროლებს და ამ გზით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აშშ-ის ტერიტორიიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ატყობინებს.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სისტემის ახალი თანამგზავრებით აღჭურვას აპირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]