weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

კენიაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს

10:49 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბააბის” სომალელმა მებრძოლებმა აიღეს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტებიც. მათგან ერთმა სასტუმროს შესასვლელში აიფეთქა თავი.

სამართალდამცავებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ პირველი სროლების შემდეგ თავდასხმის შეჩერება მოხერხდა და სასტუმროს ყველა შენობას პოლიცია აკონტროლებდა, თუმცა ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში სროლის ხმა დასასვენებელ კომპლექსში კვლავ გაისმა.

თვითმხილველების უმეტესობა ამბობს, რომ სასტუმროში ავტომატებით შეიარაღებული პირები ნახეს, რომლებიც ყუმბარებსაც ისროდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]