weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სტამბოლში ე.წ. სიამაყის მსვლელობა პოლიციამ დაარბია

11:49 ორშაბათი, 26 ივნისი 2017
სტამბოლში ე.წ. სიამაყის მსვლელობა პოლიციამ დაარბია ფოტო © Reuters

სტამბოლში, პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია აქტვისტები, რომლებიც ე.წ. სიამაყის მარშის ჩატარებას აპირებდენ. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, სამართალდამცვებმა 40 ადამიანზე მეტი დააკავეს, მათ შორის არიან როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები, ისე ღონისძიების ჩატარების მოწინააღმდეგეები.

აქტივისტები მსვლელობას კვირას, 25 ივნისს აწყობდნენ, როდესაც მუსულმანური სამყარო რამაზან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდა. სტამბოლის ხელისუფლებამ მსვლელობის ორგანიზებაზე ნებართვა აუსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, შაბათს არ გასცა. თუმცა ადამიანების მცირე ჯგუფი სტამბულის ცენტრალურ ადგილებში, მათ შორის თაქსიმის მოედანზე მაინც შეიკრიბა. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა ისთიქლალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ე.წ. სიამაყის მსვლელობა 2003 წლის შემდეგ იმართება.

მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, 2010 წლამდე ღონისძიებას ათი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ე.წ. სიამაყის მსვლელობა ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის მოთხოვნით ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]