weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ირანი ამერიკულ ფირმებს ისრაელთან კავშირების გამო სანქციებს დაუწესებს

11:22 ორშაბათი, 27 მარტი 2017

ირანის ხელისუფლება აპირებს ამერიკული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას. ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ისრაელსა და „მის ტერორისტულ საქმიანობას“ უჭერენ მხარს.

26 მარტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღითა და დანადგარებით ამარაგებენ. ამ ფირმებს ირანთან საქმიანი ურთიერთობები არ აქვთ.

გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მცირე ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის იარაღის პროგრამასთან დაკავშირებულ ფირმებსა და კერძო პირებს.

ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ამერიკულ არმიასა და ცენტრალურ სადაზვერვო უწყებას (CIA) ტერორისტულ ორგანიზაციებად შერაცხავს, თუ აშშ-ის კონგრესი გადაწყვეტს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის რაზმები ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]