weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

კოლუმბიის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

12:18 პარასკევი, 18 იანვარი 2019 hits 252

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, პოლიციის აკადემიასთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილის აფეთქების დროს 21 ადამიანი დაიღუპა, 87 პირი კი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილმა ჯერ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვია, რის შემდეგაც მასში დამონტაჟებული 80 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

შემთხვევას ქვეყნის პრეზიდენტი ივან დუკე მარკესი გამოეხმაურა და მომხდარი უიარაღო კადეტებზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა. პრეზიდენტმა თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობა დადო. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]