weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტრამპმა NASA-ს მარსზე ადამიანთა სასწრაფოდ გაგზავნისთვის ფული შესთავაზა

16:51 პარასკევი, 25 იანვარი 2019

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს შესთავაზა „მთელი ფული, რაც კი საჭიროა“ მარსზე ადამიანების გასაგზავნად, რათა ეს მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოესწროს. ამის შესახებ ჟურნალი New York თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი წარმომადგენელის მემუარებზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის შეტყობინებათა სტრატეგიის ყოფილი დირექტორი კლიფ სიმსი წერს წიგნში სახელწოდებით „გველგესლების გუნდი: ჩემი 500 ექსტრაორდინარული დღე ტრამპის თეთრ სახლში“, რომელიც იანვრის ბოლოს გამოვა.

როგორც იგი იხსენებს, 2017 წლის აპრილში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებთან სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ტრამპი ღრმა დაინტერესებას გამოხატავდა ადამიანების მარსზე გაგზავნასთან დაკავშირებით, ოღონდ მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA-ს წარმომადგენლებთან პრივატული სადილის დროს, ტრამპი მათ აქტიურად ეკითხებოდა მარსზე დაჯდომის შესაძლებლობათა შესახებ. NASA-ს მაშინდელმა ადმინისტრატორმა რობერტ ლაითფუტმა ტრამპს მიუგო, რომ აშშ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლისკენ გეგმავს. ლაითფუტმა ტრამპს კიდევ ერთხელ განუმარტა ლოჯისტიკასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რამაც პრეზიდენტი აშკარად გულგატეხილი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიმსი წერს, რომ ტრამპის უხეში შეკითხვების გამო, მას ძალიან რცხვენოდა, რადგან რამდენიმე წუთში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიდეოზარი უნდა განხორციელებულიყო.

კლიფ სიმსი აქტიურად იყო ჩართული ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში. ამჟამად ის საკონსულტაციო ფირმას ხელმძღვანელობს. მისი მემუარი „გველგესლების გუნდი“ Amazon-ის ბესტსელერების სიაში ამ დროისთვის მეშვიდე ადგილს იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]