weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

მარადონა მხარდაჭერას მადუროს უცხადებს

14:11 შაბათი, 26 იანვარი 2019 hits 569

დიეგო არმანდო მარადონა ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. არგენტინელმა ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ აზრს არ შეიცვლის და მადუროს გვერდითაა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მადუროსადმი უდიდესი სიმპათია აქამდე საჯაროდ ორი წლის წინაც გამოხატა, როდესაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩვენ სიკვდილამდე ჩავისტები (უგო ჩავესის იდეოლოგია) ვართ და თუ მადურო მიბრძანებს, მზად ვარ, ჯარისკაცის ფორმა ჩავიცვა და თავისუფალი ვენესუელის დასაცავად ვიბრძოლო“.

შეგახსენებთ, რომ მარადონა ვენესუელის ულტრა-მემარცხენე ექს-პრეზიდენტ უგო ჩავესის დიდი მეგობარი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]