weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაუჩინარებული 3 წლის ბავშვის თქმით იგი ტყეში დათვმა შეიფარა

17:29 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

3 წლის კეისი ჰეთევეიმ, რომელსაც ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ყინვაში ორ დღე-ღამეს ეძებდნენ, პოლიციასა და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მეგობარმა დათვმა შეიფარა და მთელი დრო მასთან იყო.

ვერტმფრენით, დრონებითა და მაძებარი ძაღლებით აღჭურვილმა მაშველებმა ორი დღის დაკარგული პატარა ბიჭუნა ეკლიან ბუჩქნარში, სველი და გათოშილი იპოვეს. კეისი ჰეთევეი ორ სხვა ბავშვთან თამაშის დროს გაუჩინარდა.

ცნობილია, რომ ჩრდილო კაროლინას ტყეებში, უამრავი ამერიკული სახეობა ბარიბალი (შავი დათვი) ბნადრობს, თუმცა კრეივენის ოლქის შერიფ ჩიპ ჰიუზის თქმით, რთულია იმის დადგენა, ბიჭუნას ნათქვამი რეალობაა თუ ფანტაზიის ნაყოფი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]