weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბრაზილიის ექს-პრეზიდენტს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:24 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა კორუფციაში დამნაშავედ ცნო და 12 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ლულა და სილვას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ექს-პრეზიდენტმა ორი სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის სახით საკუთარი ქალაქგარეთა სახლის სარემონტო სამუშაოები მიიღო, რაც კომპანიებს 235 ათასი დოლარი დაუჯდათ. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალი კიდევ 10 პირს აქვს წაყენებული, მათ შორის - სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, ეს ლულა და სილვასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი უკვე მეორე განაჩენია: 2016 წელს მას კორუფციასა და ფულის გათეთრებისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2018 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ მისი პატიმრობის ვადა 12 წლამდე გაზარდა. ლულა და სილვამ სასჯელის მოხდა კურიტიბას ციხეში 2018 წლის აპრილში დაიწყო.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზნად ისახავდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლას.

ლუიზ ინასიო ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით 2003-2011 წლებში იკავებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]