weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მასკის თქმით მარსზე გასაფრენი ბილეთი $500 000-ზე ნაკლები ეღირება

11:51 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი.

როგორც მასკი ამბობს, „წითელ პლანეტაზე“ გამგზავრების საშუალება მხოლოდ მილიარდერებს არ ექნებათ.

„დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ“, – დაწერა მასკმა „ტვიტერში“.

მისი თქმით, ვარსკვლავური ხომალდი, რომლის ბორტზეც 100 მგზავრი დაეტევა, მზის სისტემაში სისტემატურად იმოგზაურებს. SpaceX მარსზე მისიის გაგზავნას 2020 წელს გეგმავს. მასკის ვარსკვლავური ხომალდის პროტოტიპი შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]