weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოლსბერის საკათედრო ტაძარზე უცნობმა პირმა რუსეთის დროშა აღმართა

17:43 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

ინგლისის ქალაქ ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე რუსეთის ეროვნული დროშა აღმართეს. დროშა ღამით ტაძრის იმ ნაწილზე აღმართეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დიდი ზომის დროშა მოგვიანებით ჩამოხსნეს. ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლას პაპადოპულოსმა მომხდარს „სულელური საქციელი“ უწოდა, რომელიც ყველას ახსენებს იმ ზიანს, რომელიც ქალაქ სოლსბერის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებულმა პირებმა მიაყენეს.

როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]