weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ISIS - ამერიკას იდიოტი მართავს

11:31 ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს „იდიოტი მართავს“. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა აბი ალ-ჰასან ალ მუჰაჯერმა გუშინ გააკეთა.

„ამერიკა, იხრჩობი და მშველელი არ გყავს. დედამიწის ყველა ნაწილში შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლად იქეცი, გაკოტრებული ხარ და შენი გარდაცვალება ყველასთვის ნათელია. ამას ყველაზე უკეთ ადასტურებს ის, რომ იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი ან ისლამი “, - განაცხადა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი განცხადებაა აშშ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ დონალდ ტრაპის არჩევის შემდეგ გაავრცელა.

ტრამპმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კოალიცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყის ქალაქ მოსულსა და სირიაში, ქალაქ რაქაში იბრძვის.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]