weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პერუში ინკების აკლდამა აღმოაჩინეს

14:11 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

პერუელმა არქეოლოგებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ინკების აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც არქეოლოგების აზრით, კოლუმბამდელი ხანის იმპერიის მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები არიან დამარხულნი.

არქეოლოგ ლუის ჩეროს განცხადებით, აღმოჩენა ლამბაიეკეს რეგიონში, მატა-ინდიოს სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლზე გაკეთდა.

აკლდამა დიდგვაროვან ინკებს ეკუთვნოდათ. ამ დასკვნის საფუძველს არქეოლოგებს სამარხში აღმოჩენილი სპონდილიუსის გვარის ზღვის მოლუსკები აძლევს, რომლებსაც როგორც წესი, XII-XVI საუკუნეებში საფლავში ყოველთვის ატანდნენ ინკების იმპერიის მნიშვნელოვან პირებს.

სამარხი განძის მაძიებელთა მიერ მრავალჯერაა გაძარცვული, თუმცა ამის მიუხედავად არქეოლოგებმა მაინც შეძლეს გარკვეული არტეფაქტების, მათ შორის ლარნაკების აღმოჩენა.

სამარხი პერუს დედაქალაქ ლიმადან 1000 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. მისგან 2000 კილომეტრითაა დაშორებული ინკების იმპერიის დედაქალაქი კუსკო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]