weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კოლუმბიაში მთავრობამ ნარკობარონ პაბლო ესკობარის სახლი დაანგრია

17:19 შაბათი, 23 თებერვალი 2019

კოლუმბიის ქალაქ მედელინის მთავრობამ დაანგრია რვასართულიანი სახლი, სადაც ნარკობარონი პაბლო ესკობარი 1980-იან წლებში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, შენობის ადგილზე ნარკოტიკებით ვაჭრობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად პარკს და მემორიალურ მუზეუმს გახსნიან.

„კოკაინის მეფის“ სახლი პარასკევს, 22 თებერვალს ააფეთქეს. ამ მოვლენას დაესწრო 1600-მდე ადამიანი, მათ შორის ესკობარის საქმიანიობის მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც იყვნენ.

საცხოვრებელი სახლი სახელწოდებით „მონაკო“ მედელინის აღმოსავლეთით, პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა. აქ ესკობარი 1988 წლამდე, მასზე განხორციელებულ მორიგ წარუმატებელ თავდასხმამდე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ პაბლო ესკობარის ძმას და მის ყოფილ თანამზრახველს, რობერტო ესკობარს სახლში უკანონოდ ჰქონდა გახსნილი მუზეუმი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2018 წელს დახურა.

პაბლო ესკობარი ისტორიაში შევიდა როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბოროტმოქმედი. ის კოლუმბიისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის დროს, 1993 წელს მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]