weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

ისტორიაში პირველად საუდის არაბეთის ელჩი ქალი გახდა

12:53 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 hits 559

ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად პრინცესა რიმა ბანდარ ალ საუდი დაინიშნა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ელჩი გახდა.

პრინცესა რიმა ბანდარ ალ საუდი აღნიშნულ თანამდებობაზე მეფისწულ ხალიდ ბენ სალმან ალ საუდს შეცვლის, რომელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ძმაა. უმცროსი პრინცი სამშობლოში დაბრუნდება და თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

რიმა ალ საუდი აშშ-ში საუდის არაბეთის ყოფილი ელჩის, ბანდარ ალ საუდის შვილია. ბანდარ ალ საუდი აშშ-ში არაბულ დიპლომატიურ მისიას 1983-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]