weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

ალაბამაში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

11:22 ორშაბათი, 04 მარტი 2019 hits 416

ალაბამას შტატში მძლავრ ტორნადოს სულ ცოტა 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 50-მდე ადამიანი კი დაშავებულია. ლის ოლქის შერიფის, ჯეი ჯონსის განაცხადებით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან და მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაკარგულების შესახებ ინფორმაციას პოლიცია ჯერ კიდევ იღებს.

ალაბამას შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ მოსახლეობას შეატყობინა, რომ ამინდი შესაძლოა, ისევ გაუარესდეს და შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 266 კილომეტრს აღწევდა. ალაბამას შტატში 10 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]