weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩინეთმა ავიაკატასტროფის შემდეგ „ბოინგ 737“-ის ფრენები შეაჩერა

12:18 ორშაბათი, 11 მარტი 2019

ჩინეთის მთავრობამ ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ თვითმფრინავ „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ფრენები შეაჩერა. გუშინ ეთიოპიაში ამ ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

BBC-ის ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქს 8“ „ბოინგ 737“-ის თვითმფრინავების მეოთხე თაობაა, რომელმაც პირველი ფრენა 2016 წლის იანვარში შეასრულა. თვითმფრინავს 162-დან 175 მგზავრამდე გადაყვანა შეუძლია. ამ დროისთვის ჩინურ ავიაკომპანიებს ექსპლუატაციაში 90-ზე მეტი „ბოინგ 737 მაქს 8“ ჰყავთ. მათ შორის არიან ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცაა Air China, China Eastern Airlines, China Southern Airlines.

ჩინეთის მსგავსად, აღნიშნული თვითმფრინავების გამოყენება დროებით შეაჩერა ეთიოპიის ხელისუფლებამაც.

ბოლო ხუთი თვეში ეს „ბოინგ 737 მაქს 8“-ის უკვე მეორე კატასტროფაა. გასული წლის ოქტომბერში ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]