weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბრაზილიაში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა

13:46 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ბრაზილიაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყვნენ.

სტიქიამ ყველაზე მეტად ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი სან პაულო და მისი მიმდებარე ტერიტორია დააზარალა.

დაიტბორა სან პაულოს რაიონების ნაწილი, რამაც ბრაზილიის ეკონომიკურ ცენტრად მიჩნეულ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

პროგნოზის თანახმად, ძლიერი წვიმა კიდევ ორ დღეს გასტანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]