weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ავღანეთში მეამბოხეებმა უსაფრთხოების ძალების 13 წევრი მოკლეს

11:45 ორშაბათი, 10 აპრილი 2017

გასულ უქმეებზე ავღანეთში მეამბოხეთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმების შედეგად უსაფრთხოების ძალების 13 წევრი დაიღუპა.

ბალხის პროვინციის გუბერნიის სპიკერის, მუნირ აჰმად ფარჰადის თქმით, ჩიმტალის რაიონში, სადაც თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემდგომ შეტაკებაში განადგურდა 5 მეამბოხე.

იმავე დღეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს დაესხნენ დარზაბის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებას ჯავზიანის პროვინციაში. ბრძოლაში უსაფრთხოების ძალების ოთხი მებრძოლი, მათ შორის ერთი ოფიცერი დაიღუპნენ.

აღნიშნული თავდასხმები თალიბანის ახალი საგაზაფხულო საომარი სეზონის დასაწყისია, რასაც საპასუხო საბრძოლო ოპერაციებით ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ძალები პასუხობენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]