weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

12:11 პარასკევი, 15 მარტი 2019

ხალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში შეიარაღებული პირები ორ მეჩეთს თავს დაესხნენ და მორწმუნეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა 15 მარტს, ლოცვის შემდეგ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, 20 კი დაჭრილია.

ტერაქტის დროს მეჩეთებში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი შეაფასა როგორც ძალადობის უპრეცედენტო აქტი და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში.

მომხდართან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი - სამი მამაკაცი და ერთი ქალი. არცერთი მათგანი არ ფიგურირებს სპეცსამსახურების მიერ შედგენილ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სიაში.

ცნობილია, რომ თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტია. მას თავდასხმის დროს კამერა ჰქონდა ჩართული და 17 წუთის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო. თავდასხმამდე ტარანტიმ გამოაქვეყნა 74-გვერდიანი მანიფესტი, სადაც თავდასხმის მოტივებზე საუბრობს, გამოხატავს სიძულვილს მიგრანტებისადმი და იმუქრება ტერორისტული აქტის მოწყობით. არსებული ინფორმაციით, ის ისევ თავისუფალია.

გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, თავდამსხმელის კუთვნილი იარაღის ფოტოები, რომელზეც სხვადასხვა სახელებია დატანილი, მათ შორის ქართულ ენაზე წერია „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებლი“. Daily Mail წერს, რომ ეს იმ ადამიანების სახელებია, რომლებმაც წარსულში „თავდასხმები განახორციელეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]