weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

ყაზახეთის დედაქალაქს შესაძლოა ნურსულთანი დაარქვან

12:25 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი გამოდის ინიციატივით, რომ დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალონ და პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაარქვან. ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წელი მართავდა, გუშინ გადადგა.

„აუცილებელია, რომ ჩვენი დიდებული თანამედროვის - ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელი უკვდავყოთ ამ გზით: ჩვენი დედაქალაქი უნდა ატარებდეს ჩვენი პრეზიდენტის სახელს და ერქვას ნურსულთანი“, – განაცხადა ტოკაევმა პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ.

მისივე თქმით, პირველი პრეზიდენტის სახელი უნდა ეწოდოს ყაზახეთის ოლქების ცენტრებში მთავარ ქუჩებსაც, ხოლო ნაზარბაევის აზრს ქვეყნისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ექნება.

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, ნაზარბაევის პორტრეტები დარჩება სამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო მოხელეების კაბინეტების შეუცვლელი ატრიბუტი. ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევს „სახალხო გმირისა“ და „შრომის გმირის“ წოდება მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]