weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რადოვან კარაჯიჩს ჰააგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

10:45 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს, 73 წლის რადოვან კარაჯიჩს საომარი დანაშაულებისთვის სასჯელი გაუმკაცრა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რადოვან კარაჯიჩი 90-იან წლებში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში არსებული სერბთა ავტონომიური რესპუბლიკის (რეპუბლიკა სრპსკა) პირველი პრეზიდენტი და მთავარსარდალი იყო. იგი ეთნიკურ სერბებს ხელმძღვანელობდა და ადგილობრივი მუსლიმებისა და ხორვატების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გეგმავდა.

კარაჯიჩის მთავარი ბრალდება ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ბოსნიელი მუსლიმების გენოციდი და სამხედრო დანაშუალია. ითვლება, რომ სრებრენიცაში დაახლოებით 8 ათასი მუსლიმის მკვლელობა ყველაზე სასტიკი სამხედრო დანაშუალია, რომელიც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა ჩადენილი.

2016 წლის მარტში კარაჯიჩს 1992-1995 წლებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, მუსლიმი ბოსნიელების გენოციდისა და სამხედრო დანაშაულისთვის 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რადოვან კარაჯიჩი თითქმის 13 წელიწადი ახერხებდა დამალვას. იგი 2008 წელს ბელგრადში დააკავეს და ჰააგაში გადაიყვანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]