weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ინდონეზიაში წყალდიდობას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

16:43 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი, მათგან 84 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 90 პირი.

ინდონეზიის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილს სტიქია რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. პაპუას პროვინციაში წყალდიდობამ ასობით სახლი და სკოლა დატბორა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. 10 ათასამდე მოსახლე სახლის გარეშეა დარჩენილი. ისინი დროებით საცხოვრებლებში იმყოფებიან.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდონეზიაში მსგავსი სტიქია საკმაოდ ხშირია, რადგან ოქტომბრიდან აპრილამდე სეზონური წვიმების დროს ასობით ადამიანი იღუპება. ამას გარდა, ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაშია და მიწისძვრები და ცუნამი ხშირი მოვლენაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]