weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პენტაგონმა და „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ISIL-ზე გამარჯვება გამოაცხადეს

12:33 შაბათი, 23 მარტი 2019

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ და „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

როგორც „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში აღნიშნული, სირიის ტერიტორია ტერორისტული დაჯგუფებისგან სრულად გათავისუფლდა და „ისლამური სახელმწიფო“ არცერთ დასახლებულ პუნქტს აღარ აკონტროლებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სირიაში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები 100 პროცენტით გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული უკანასკნელი წერტილი სოფელი ბაღუზი იყო.

ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონში კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]