weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა

11:50 სამშაბათი, 11 აპრილი 2017

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თვითმფრინავი, რომელშიც 2010 წლის 10 აპრილს 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა, ჰაერში აფეთქდა, ვიდრე მიწაზე ჩამოვარდებოდა რუსეთში. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის სამთავრობო კომისიის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა 10 აპრილს, დასავლეთ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავზე.

2010 წლის აპრილში პოლონეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად მისი მეუღლე, პოლონეთის სამხედრო სარდლობის წევრები, პარლამენტარები და ცენტრალური ბანკის დირექტორი იყვნენ, რუსეთში მიფრინავდა, რათა პატივი მიეგო 1940 წელს საბჭოთა კავშირში, კატინში დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისათვის.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფის გამოძიებამ, რომელიც პოლონეთის წინა, ცენტრისტულმა მთავრობამ ჩაატარა, დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა ძლიერი ნისლის დროს დაჯდომის მცდელობას, რაც პილოტის შეცდომა იყო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]