weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საიენტოლოგიურ ეკლესიაში ხმლით შეიარაღებულმა ორი პოლიციელი დაჭრა

11:45 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი საიენტოლოგიურ ეკლესიაში შევიდა და ორი პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას თავში არეში ესროლა. თავდამსხმელი ინგლვუდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

თავდამსხმელს, რომელსაც კაპიუშონი ეფარა და ხმალი ეკავა, ეკლესიაში შესვლისას ორი პოლიციელი მიუახლოვდა, რა დროსაც მამაკაცმა ერთი თავში დაჭრა, მეორე კი - მკლავში. დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

საიენტოლოგიის ეკლესია, როგორც რელიგია, 1953 წელს დაფუძნდა ლაფაიეტ რონალდ ჰაბარდის მიერ. მისი რელიგიურ-მისტიკური მიმდევრები საიენტოლოგიისა და დიანეტიკის პრაქტიკას მისდევენ. ამჟამად საიენტოლოგიის ეკლესია, რომელიც თავის თავს მსოფლიო სიბრძნის საუკეთესო სკოლათა კონცენტრატს უწოდებს, დაახლოებით ოცდაათამდე ქვეყანაშია გავრცელებული და 400 000-მდე მიმდევარს ითვლის.

საიენტოლოგიის მიმდევრები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: მუსიკოსი ჩიკ კორეა, მსახიობები - ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, კელი პრესტონი, მაიკლ პენია, ჯულიეტ ლუისი, ელიზაბეტ მოსი და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]