weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

16:57 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 hits 207

ბუენოს-აირესის სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, 88 წლის კარლოს მენემს სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას სახელმწიფო უწყებაში დასაქმება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა.

სასამართლოს განჩინებით, 1991 წელს მენემის მთავრობამ საგამოფენო ცენტრი 30 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როდესაც ობიექტის საბაზრო ღირებულება სულ მცირე 131 მილიონი დოლარი იყო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარი იზარალა.

1991-1995 წლებში ხორვატიისა და ეკვადორისთვის შეიარაღების უკანონო გადაცემის ბრალდებით, კარლოს მენემს 2013 წელს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კარლოს მენემი არგენტინას 1989-1999 წლებში მართავდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]