weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ინდოეთმა ანტითანამგზავრული რაკეტა საკუთარი თანამგზავრის ჩამოგდებით გამოსცადა

13:20 პარასკევი, 29 მარტი 2019

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა ანტითანამგზავრული სარაკეტო ტესტი, რამაც ინდოეთი „კოსმოსური ძალაუფლების“ ქვეყანათა ლიგაში შეიყვანა.

მოსახლეობისთვის მიმართვისას, მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა - დაბალ ორბიტაზე მოძრავი საკუთარი თანამგზავრი მიწისპირა კოსმოსური რაკეტით სულ რაღაც სამ წუთში ჩამოაგდო.

ანტითანამგზავრული რაკეტები ამ დრომდე სულ სამ სახელმწიფოს ჰქონდა: აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს.

ინდოეთის მიერ ჩატარებულ ტესტს ადასტურებს აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური სარდლობაც.

ინდოეთის კოსმოსური პროგრამა ბოლო ათ წელიწადში გაიზარდა. 2014 წელს ქვეყანამ მარსის ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ მომდევნო სამ წელიწადში კოსმოსში პილოტირებულ მისიას გაუშვებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]