weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა იწყება

11:00 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

იაპონიაში ახალ საიმპერატორო ერას „რეივა“ ერქმევა, რაც წესრიგსა და ჰარმონიაზე მიუთითებს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა 1-ლი მაისიდან, იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყება.

ახალი საიმპერატორო ერის დასახელება მომდევნო ათწლეულებში ტონის მიცემას ისახავს მიზნად, რაც იაპონელების უმრავლესობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.

85 წლის იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ, იაპონიის ახალი მონარქი, მისი ვაჟი ნარუჰიტო გახდება.

ცნობისთვის, 200 წელზე მეტია, იაპონიაში იმპერატორი არ გადამდგარა. მოქმედი იმპერატორის, აკიჰიტოს ერას „ჰეისეი“ ჰქვია, რაც იაპონურ ენაზე „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]