weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჯო ბაიდენს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ

13:52 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ორი ქალი არასათანადო მოპყრობასა და სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს.

ემი ლაპოსი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენმა მას სახეზე ორივე ხელი მოკიდა და ცხვირზე ცხვირი მიადო. როგორც იგი ამბობს, ინციდენტი 10 წლის წინ მოხდა.

მანამდე ბაიდენს ძალადობაში სხვა ქალმა დასდო ბრალი. ლუსი ფლორესი ამბობს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეფაზე უნებართვოდ აკოცა.

თავად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ არასათანადოდ არასდროს მოქცეულა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად სახელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]