weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხალიფა ჰაფთარი ტრიპოლის აღებას გეგმავს

13:08 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსანი ხალიფა ბელყასიმ ჰაფთარი, რომელიც მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღებას გეგმავს.

ფელდმარშალი ხალიფა ჰაფთარი კადაფის ყოფილი სამხედროებისგან დაკომპლექტებულ არმიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მისი არმია დასუსტებულ ტრიპოლიზე კონტროლის მოპოვებას 48 საათში შეძლებს.

ამჟამად 76 წლის ჰაფთარის შეიარაღებული ძალები ტრიპოლიდან 60 კილომეტრში იმყოფებიან. დაანონსებული იერიში მოულოდნელი აღმოჩნდა გაეროსთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად, ლიბიის ორხელისუფლებიანობის პირობებში მხარდაჭერას ტრიპოლის მთავრობას და არჩეულ პარლამენტს უცხადებს.

მოულოდნელი განცხადების შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ტრიპოლიში დაუყოვნებლივ გაემგზავრა. ის ხალიფა ჰაფთართან შეხვედრასაც გეგმავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]