weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ირანში წყალდიდობის შედეგად 80-მდე ადამიანი დაიღუპა

17:40 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის რთული მდგომარეობაა სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰვაზში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ირანული მედიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში. 46 ათასი ადამიანი საგანგებო თავშესაფრებშია გადაყვანილი. ირანის ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში არმიის ნაწილები განათავსა. ქვეყნის მთავრობა წყალდიდობისგან დაზარალებულ ფერმერებს კომპენსაციას ჰპირდება.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ისევ ნალექიან ამინდებს ელოდებიან. ირანში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა 40-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]