weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა

13:50 კვირა, 14 აპრილი 2019

მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა კალიფორნიაში პირველი სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. ორკორპუსიანი და ექვსძრავიანი თვითმფრინავი ამერიკულმა კომპანია Stratolaunch Systems Corporation-მა შექმნა. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი პოლ ალენია, რომელიც Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო.

კომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა მოჰავეს უდაბნოს თავზე, 5181 მეტრ სიმაღლეზე 2.5 საათის განმავლობაში იფრინა და მაქსიმალურ სიჩქარეს - 304 კმ/სთ-ს მიაღწია.  

Stratolaunch-ის სიგრძე 53 მეტრია, ფრთებს შორის მანძილი კი 117 მეტრი. მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა 590 ტონამდეა, ცარიელი თვითმფრინავის წონა კი 226 ტონას შეადგენს. თვითმფრინავი კოსმოსში ტვირთის გადასატანად არის განკუთვნილი. ის ამ ფუნქციას 2020 წლიდან შეასრულებს.

„პოლ ალენი იამაყებდა ამ ისტორიული მიღწევის თვითმხილველი რომ გამხდარიყო. ეს მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევაა და ვულოცავ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა პოლ ალენის დამ, ჯოდი ალენმა.

პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, პოლ ალენი კი 2018 წელს გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]