weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნიუ იორკში წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადეს

14:46 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ნიუ იორკში მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადა. სამართალდამცავებმა 37 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მანჰეტენზე მდებარე ტაძარში შევიდა. დაკავების დროს მას ბენზინით სავსე ჭურჭელი ქონდა.

დაკავების შემდეგ მამაკაცმა განაცხადა, რომ მგზავრობის დროს საწვავი გაუთავდა, ავტომობილი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა და ბენზინის ყიდვის შემდეგ მანქანამდე მოკლე გზით მისვლა, საკათედრო ტაძრის გავლით სურდა. თუმცა მისი ავტომობილის შემოწმების დროს პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანაში საწვავი საკმარისად იყო.

სამართალდამცავ უწყებაში ინციდენტის შემდეგ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის გადაწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრიდან ორ დღეში სცადა. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის ტერორისტულ აქტად შეფასება ჯერ ნაადრევია.

მეცხრამეტე საუკუნის ნეო-გოთიკური სტილის კათოლიკური საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. იგი ნიუ იორკის ეპარქიის არქიეპისკოპოსის ადგილსამყოფელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]