weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ აქციებზე 500 ადამიანი დააკავეს

11:12 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციებზე, ბოლო ერთ კვირაში სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ქუჩების უსაფრთხოებას დამატებით რამდენიმე ათასი პოლიციელი აკონტროლებს.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაერთიანებული აქტივისტები ბრიტანეთის დედაქალაქის პარალიზებას ცდილობენ. ამის გამო ათობით ათასი ლონდონელი დაზარალდა. ორშაბათის შემდეგ აქტივისტებს ოქსფორდის ცირკი, ვატერლოოს ხიდი, პარლამენტთან არსებული მოედანი, ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ შენობა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები აქვთ დაკავებული.

სამართალდამცავ უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს ჰითროუს აეროპორტიც, რადგან აქტივისტები აეროპორტში გაფიცვის მოწყობასა და ფრენებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. საჭიროების შემთვევაში, სამართალდამცავი უწყებები მზად არიან, საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეული პოლიციელი გაგზავნონ.

კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციებს შეუერთდა ოსკაროსანი მსახიობი ემა თომპსონი. მისი განცხადებით, ეს არის პირველი რეალურად იმედისმომცემი მოძრაობა, რაშიც ოდესმე მონაწილეობა მიუღია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]