weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკიმ გაიმარჯვა

22:08 კვირა, 21 აპრილი 2019
ფოტო © Reuters ფოტო © Reuters

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 18:00 საათის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ - 25.3%.

ზელენსკიმ ყველაზე მეტი ხმა აღმოსავლეთ უკრაინაში მოაგროვა, სადაც 87.7% აიღო, ყველაზე ცოტა კი დასავლეთ რეგიონებში - 57%. დასავლეთ ოლქებში პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 41.3% აქვს.

პეტრო პოროშენკომ უკვე განაცხადა, რომ აღიარებს ზელენსკის გამარჯვებას. როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობას დატოვებს, პოლიტიკიდან არ წავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]