weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ემანუელ მაკრონი რუსეთის მხრიდან ჰაკერების სამიზნე იყო

12:04 ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის, ემანუელ მაკრონის გუნდის თანახმად, ის რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა.

მაკრონის საარჩევნო კამპანიის სისტემაში შეღწევის მცდელობა დეკემბერში მოხდა, რის შესახებაც 24 აპრილს „ნიუ იორკ ტაიმსს“ და „ასოშიეიტედ პრესს“ მონირ მაჰჯუბიმ განუცხადა, რომლიც საარჩევნო კამპანიის ციფრულ სფეროს განაგებდა. მან დაადასტურა კიბერუსაფრთხოების ფირმის, „ტრენდ მაიკროს“ ანგარიში, რომ ჰაკერთა ფირმის, „პონ სტორმის“, იგივე „ფენსი ბეარის“, მხრიდან,160-ჯერ მოხდა ელექტრონული ჯაშუშობის ხასიათის შეტევა. ჰაკერთა ეს ჯგუფი აშშ-ის დაზვერვის სამსახურების თანახმად, რუსეთის დაზვერვის სისტემის ერთ-ერთი ნაწილია. მაჰჯუბის განცხადებით, ეს იყო სერიოზული კიბერიერიში, მაგრამ საფრთხე არ შექმნილა. „ტრენდ მაიკროს“ განმარტებით, ჰაკერებმა შექმნეს ყალბი ვებგვერდი, რათა მაკრონის შტაბის თანამშრომელთა პაროლები მოეპოვებინათ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომპიუტერული სისტემები ძლიერი კონტროლის ქვეშ იყო.

ცენტრისტმა მაკრონმა, რომლიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავრობის მიმართ კრიტიკულია, არჩევნების პირველი ტური მოიგო და მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატ მარინ ლე პენს შეერკინება, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]