weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კიმ ჩენ ინი პუტინთან შესახვედრად რუსეთში მატარებლით ჩავიდა

10:50 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ჩინეთის გავლით იმგზავრა და პირველი გაჩერება ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა.

კიმ ჩენ ინის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია.

ცნობილია, რომ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის მმართველი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]