weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში მოლაპარაკებებს მართავენ

11:15 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველად ოფიციალური ვიზიტით მიიღო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. მათ შორის მოლაპარაკებები დღეს, ვლადივოსტოკში, კუნძულ რუსკიზე, ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში იმართება.

მოლაპარაკებები ერთი ერთზე შეხვედრის ფორმატში დაიწყო და გაგრძელდა კონსულტაციებით, რომელშიც დელეგაციების წევრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ მოვახერხეთ გვესაუბრა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ისტორიაზე, ასევე დღევანდელობასა და ორმხრივი კავშირების განვითარების პერსპექტივაზე. რასაკვირველია, ვისაუბრეთ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების შესახებაც, გავცვალეთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივა გაჩნდეს“, – განაცხადა პუტინმა კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის აბსოლუტური ლიდერია 2011 წლიდან, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]