weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

15:47 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

ამერიკელმა პოლიტიკოსმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ამ ერის ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციაი მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - დაწერა „ტვიტერზე“ ჯო ბაიდენმა და საგანგებო ვიდეოც გაავრცელა.

ჯო ბაიდენს ჯერ საკუთარ პარტია „დემოკრატებში“ მოუწევს ბრძოლა, რათა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ცნობილია, რომ დემოკრატების 25 კანდიდატს შორის ჯო ბაიდენთან ერთად ბერნი სანდერსიც ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2009-2017 წლებში იკავებდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]