weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კანადის დედაქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

12:56 პარასკევი, 26 აპრილი 2019

კანადის დედაქალაქ ოტავაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი წვიმისა და მთიან ადგილებში ყინულის დნობის შედეგად რეგიონში არსებული მდინარეები ადიდდა, რის გამოც ცალკეულ ადგილებში მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებები თითქმის ბოლომდე დაიტბორა.

ოტავასთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ონტარიოს პროვინციის კიდევ რამდენიმე რეგიონში. დატბორილია მთავარი საავტომობილო გზებიც, რის გამოც ცალკეულ დასახლებებთან კომუნიკაცია გართულებულია.

წყალდიდობის გამო საცხოვრებლის დატოვება ასობით მოსახლეს მოუხდა. ამჟამად ისინი დროებით საცხოვრებლებში არიან განთავსებულნი.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში რეგიონში კვლავ ნალექს ვარაუდობენ, რამაც ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]