weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

16:55 პარასკევი, 26 აპრილი 2019

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მასშტაბური კატასტროფიდან, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებიდან 33 წელი შესრულდა.

1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ქალაქ ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ რადიაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა.

აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში ტერიტორიიდან 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. კატასტროფიდან სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით ადამიანი რადიაციით გამოწვეული დაავადებებით დაავადდა. გაეროს ინფორმაციით, 4 ათასი ადამიანის სიკვდილი ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება, ხოლო Greenpeace-ის მონაცემებით, კიბოთი და თანდაყოლილი დეფექტებით დაღუპულთა რიცხვი 20-ჯერ მეტია.

ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სერიალი „ჩერნობილი“ გადაიღო, რომელიც მაისიდან გავა ეთერში.

 

ამ თემაზე:

ჩერნობილი ინფრაწითელ ფოტოებში

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]